ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ლისის ტბაზე გაიმართა მარათონი  3 კილომეტრიან დისტანციაზე, რომელშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა.

მარათონში სამივე საპრიზო ადგილი 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანებმა დაიკავეს. პირველობა ნიკოლოზ თათელიშვილმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამრომელი, ჯიმი ინატაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა  შოთა ივანიშვილს.

გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებეული სამახსოვრო საჩუქრები და მედლები, უწყების დირექტორის მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა და მირონ ჩიგოგოძემ გადასცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაწესებული სპეციალური თასი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, ვიცე-პოლკოვნიკ, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერ, 72 წლის ჰენრი კუპრაშვილს გადაეცა.

ქალებს შორის პირველობა ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის თანამშრომელმა, ინგა მაისურაძემ არავის დაუთმო.

ღონისძიებას ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეოთხეთ აღინიშნება.