დღეს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. გმირთა მოედანზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, დირექტორის მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა, მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, უწყების თანამშრომლებმა, „საქართველოს გენერალთა კლუბის“ წევრებმა და ვეტერანებმა სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და იქ შეკრებილ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცეს.
„ ჩვენ უკვე მეოთხედ აღვნიშნავთ ვეტერანის დღეს. მინდა, პირადად ჩემი სახელით, მთავრობისა და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის სახელით ყველა ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე. კვლავაც მრავალჯერ მიგველოცოს ერთმანეთისთვის ეს ღირსშესანიშნავი თარიღი.“- განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ.
ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.