მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქ.თბილისის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, ქ. თბილისის ჭიდაობის ფედერაციის ცენტრალურ ბაზაზე (ყოფილი’’ლენინის დარბაზი’’), ჩატარდა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა სახელობის ქ.თბილისის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში 2004-2005 და 2006-2007 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის 22 წონით კატეგორიაში.
გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური თასები, მედლები და სიგელები, უწყების ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სოსო კობეშავიძემ, მსოფლიო ჩემპიონებმა ვეტერან მოჭიდავეთა შორის, ზურაბ ჯაფარიძემ, გივი ქენქაძემ და ვეტერანებმა შაქრო ხურციძემ, ემზარ ქვარიანმა და ვალერი კუპატაძემ გადასცეს.