ზესტაფონში, მიხეილ სალაძის სახელობის სპორტ-კომპლექსის სტადიონზე, ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ზესტაფონის “მარგვეთი” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდნენ. ანგარიში ზესტაფონის სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს თასი და ფულადი ჯილდო, 1000 ლარის ოდენობით იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, ბესო გოფოძემ გადასცა.
თამაშს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.