მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს “ცოდნის სახლი +” -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
მემორანდუმის ფარგლებში ვეტერანების ოჯახის წევრებს გაეწევათ 50% შეღავათი, ხოლო დაღუპულ ვეტერანთა ოჯახის წევრების მომზადება განხორციელდება უფასოდ, შემდეგ სასწავლო დისციპლინებში:
ა) ყველა სასკოლო დისციპლინა ( საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის)
ბ) უნარ-ჩვევები ( როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ასევე სამაგისტრო პროგრამისთვის)
გ) უცხო ენები (ინგლისური, რუსული, გერმანული, პოლონური, თურქული)
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ.
მისამართი: ქ. თბილისი თაყაიშვილის ქ. N 4 ( თსუ-ს I კორპუსის მოპირდაპირედ)
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ შპს “ცოდნის სახლი+”-ს ადმინისტრაციას : 557 77 58 54; 591 90 09 90