მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვიცე-პრემიერ, გიორგი გახარიასთან და გენერალ გიორგი ყარყარაშვილთან ერთად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა. იგი ადგილობრივ ვეტერანებს და მცხოვრებთ შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
შეხვედრას ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს წევრი, აკია ბარბაქაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თავმჯდომარე, აკაკი ვაშაკიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, შიდა ქართლის გუბერნატორი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა 17 შინდისელი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის ამ გამორჩეულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.