საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 29 ნოემბრის N29/11/01 განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, მებრძოლები, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენებითა და მედლებით მხედრული მამაცობისა და საბრძოლო დამსახურებისათვის.
დაჯილდოვების ცერემონიალი, 6 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა. დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ორდენები და მედლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, უშიშროების საბჭოს წევრმა, აკია ბარბაქაძემ და ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თავმჯდომარემ, აკაკი ვაშაკიძემ გადასცეს.