მიმდინარე წლის 2 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ და სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, კარდიოლოგიური პროფილის უფასო კვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაუტარეს.

აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია 150-მდე ბენეფიციარს. იმ პირებს, კი ვისაც გულის პათოლოგიები გამოუვლინდათ, ჩაფიძის გულის ცენტრში გააგრძელებენ სტაციონარულ მკურნალობას.

შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.