ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, “საქართველოს გენერალთა კლუბის” აღმასრულებელ დირექტორთან, თეიმურაზ ლორიასთან ერთად, მრავალშვილიან ვეტერან ქალბატონებს, ციური გიუტაშვილს და მეგი იაშვილს დედის დღე მიულოცა.
ვლადიმერ იმნაძემ ქალბატონებს თაიგულებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და ბედნიერი დედობა უსურვა.