დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, სამხედრო ოფიცერი, ექიმი, ქალბატონი მერი მაღრაძე, 100 წლის გახდა.
ქალბატონი მერი მაღრაძე, მეორე მსოფლიო ომში, დაწყებისთანავე, ექიმად წავიდა და ომის დასრულებამდე არ მიუტოვებია ფრონტი და დაჭრილი მეომრები. გამოიარა ლენინგრადის ბლოკადის უმძიმესი დღეები და საქართველოში დაბრუნებული, კვლავ ერთგულად ემსახურა თავის პროფესიას და ქვეყანას.
იუბილარს ქალთა საერთაშორისო დღე და 100 წლის იუბილე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, შორენა სიხარულიძემ, უწყების წარმომადგენელმა ნაძალადევის რაიონში, კობა დიასამიძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის’’ ნაძალადევის რაიონის თავმჯდომარემ, დავით მუხიგულმა მიულოცეს _ თაიგულთან ერთად, ქალბატონ მერის, სამსახურის სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვეს.