დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილე, ჯანდრი უბირია, გენერალი დავით თევზაძე, უწყების თანამშრომლები, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 1990-იან წლებში, აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების, გოჩა (გიორგი) გიორგაძის, ზურაბ ნადარეიშვილის და კახი ბზიკაძის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ, მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და დაღუპულთა ხსოვნას, პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
დაკრძალვის ცერემონიალს, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე, ეროვნული გვარდიის სარდალი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი, სოზარ სუბარი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, უწყებათა პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, დაღუპულთა ახლობლები, თანამებრძოლები.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზურ მხარესთან ინტენსიური მუშაობის შედეგად, აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების, გოჩა გიორგაძის, ზურაბ ნადარეიშვილის, კახი ბზიკაძის ნეშტები, 26 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა. სამშობლოსთვის დაღუპული მეომრები დიღმის ‘’გმირთა სავანეში’, სამხედრო პატივით იქნენ დაკრძალულნი. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად, კიდევ 4 მებრძოლის: თამაზ ტყეშელაშვილის, ალექსი ბერაძის, გივი მანაგაძის და აკაკი მანაგაძის და 5 სამოქალაქო პირის ნეშტები იქნა ამოცნობილი და ოჯახებისთვის გადაცემული; დღეს გივი მანაგაძეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, აკაკი მანაგაძეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ხვალ კი _ თამაზ ტყეშელაშვილს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში, ალექსი ბერაძეს კი _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.
დიდება გმირებს!