ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ნუგზარ კაიშაური, სამუშაო ვიზიტით ამბროლაურში იმყოფებოდნენ.
ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსთან, ბესიკ ბაქრაძესთან და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ამბროლაურში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა, პირადად გაეცნო მათ პრობლემებს და დახმარებას დაჰპირდა.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან. შეხვედრაზე ამბროლაურში მცხოვრები ვეტერანების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და მათი პრობლემების გადაჭრის საკითხებზე ისაუბრეს.