მიმდინარე წლის 25 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, სათნოების სახლ “კათარზისს” ესტუმრნენ და ომისა და თავდაცვის ძალების 30 ვეტერან ბენეფიციარს საჩუქრები და სააღდგომო ნობათი გადასცეს. 3 ბენეფიციარი კი, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ და გადაადგილება უჭირთ, უწყების წარმომადგენლებმა სახლში მოინახულეს და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge