საქართველოს სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტო მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აგრძელებს განცხადებების მიღებას კენკროვანი კულტურების ბაღის გაშენებისთვის.

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ქვეკომპონენტი ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემისა და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას 0.15 ჰა- დან 0.5 ჰას ჩათვლით სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე.

პროგრამა იმუშავებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი.

დაინტერესებულ ვეტერანებს შეუძლიათ, მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფს.

აღნიშნული პროგრამის შესახებ, დეტალური
ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://apma.ge/projects/read/plant_future/71:child