მიმდინარე წლის 6 ივნისს, ქ.რუსთავში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი, ლევან ამირიძე, გენერალი თენგიზ შუბლაძე და გენერალი, თენგიზ ოშხერელი ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პროექტის “სამოქალაქო თავდაცვის” პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის ჩვენების და მხარეების მსჯელობის შემდეგ, დაიგეგმა უსაფრთხოების რაზმის ჩამოყალიბება, სადაც ჩართულები იქნებიან ვეტერანები. ეს იქნება საპილოტე პროგრამა, რომელიც ქ. რუსთავიდან დაიწყება.
ვეტერანებთან საუბრისას, ფართოდ იქნა განხილული ის პრობლემები და გამოწვევები, რის წინაშეც ქვეყანა სამოქალაქო თავდაცვის კუთხით დგას და რომლებზე რეაგირება, ჩვენი რეალობიდან და უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, ხელისუფლებასთან ერთად, დროულად უნდა მოხდეს. ამ საკითხის გადაჭრაში, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, მათი გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ;