ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მრჩეველის მოადგილეს, რობინ სივორდს შეხვდა.
რობინ სივორდმა ქართული დელეგაციის წევრებს დიდი ბრიტანეთის გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობის პრინციპის, პრიორიტეტების, ვეტერანთა სოციალური, ჯანდაცვის და დასაქმების საკითხებზე.
შეხვედრაზე შედგა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ქართველი ვეტერანების სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გაუმჯობესების მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე და უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯემალ გოგიტიძე.