მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ახალ უფროსს, ბუბა ლომუაშვილს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, კარლო ლაბაძეს და თავდაცვის სამინისტროს, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველოს უფროსს, დავით დავლაშელიძეს უმასპინძლა.
ვლადიმერ იმნაძემ სტუმრებს უწყების მუშაობის პრინციპი და პრიორიტეტები გააცნო. მან ასევე ისაუბრა თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის შესახებ. გაცნობით შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომლებიც უწყების ბენეფიციარების ფსიქო-რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია.