6 მებრძოლის ნეშტი, 28 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა

Posted by nona shamatava

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირი, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების 6 მონაწილის ცხედრები, 28 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრები არიან: ზიგურდი მურუსიძე, ლევან ფუხაშვილი, თამაზ ტატდაევი/ჩოხელი, ჯენერი კირთაძე, მიზდონ გაზდელიანი, ლევან მემანიშვილი.

პარასკევს, 23 აპრილს, ნეშტებს, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო 24 აპრილს, 14:00 საათზე მოხდება მათი გამოსვენება.

ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა, სხვადასხვა ლოკაციებზეა დაგეგმილი. 4 იდენტიფიცირებული მებრძოლის _ ზიგურდი მურუსიძის, ლევან ფუხაშვილის, თამაზ ტატდაევის და ჯენერი კირთაძის სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება 24 აპრილს, 15:00 საათზე დიღმის ძმათა სასაფლაოზე; ოჯახების სურვილით, ორ მებრძოლს_მიზდონ გაზდელიანს_სამგორის რაიონში, წინუბანში, ხოლო ლევან მემანიშვილს_ ბოლნისში დაკრძალავენ.

ზიგურდი მურუსიძე მიხეილის ძე23-ე ბრიგადის სოხუმის საკომენდანტო ასეულის სერჟანტი;დაიბადა 1950 წლის 9 მაისს, ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვაში;1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ტყვედ ჩავარდა და დახვრიტეს კურჩენკოს პარკში.

თამაზ ტატდაევი უზგარის ძედაიბადა 1966 წლის 15 მარტს, თბილისში.თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუს ‘’შავნაბადას’’ დაზვერვის ბატალიონის და შემდეგ, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის მებრძოლი.დაიღუპა 1993 წლის 25 მარტს, ლაბრაში, ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

ლევან მემანიშვილი პავლეს ძედაიბადა 1973 წლის 22 აგვისტოს, ბოლნისშიშინაგანი ჯარების ს/ნ 2-52, რიგითი; დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს, აგუძერაში, ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

ლევან ფუხაშვილი არჩილის ძეთავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის ს/N 55058 ზემდეგი- რიგითი მსროლელი;დაიბადა 1956 წლის 6 მაისს, გარდაბნის რაიონის სოფელ დიდ ლილოში;დაიღუპა 1992 წლის 7 ოქტომბერს, ლესელიძეში; ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად;დაჯილდოვებულია (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

მიზდონ გაზდელიანი სანდროს ძედაიბადა 1924 წლის 8 მარტს, ლენტეხში.თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონის მებრძოლი;დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში.ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

ჯენერი კირთაძე გიორგის ძედაიბადა 1949 წლის 9 თებერვალს, გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაშიმე-2 საარმიო კორპუსის მომსახურებისა და უზრუნველყოფის ცალკეული ბატალიონის რიგითი.დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს. ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.