ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამა
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტის ასიგნებებიდან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა უფინანსდებათ იმ ვეტერანებსა და მათ შვილებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე საქართველოში სწავლობენ აკრედიტებულ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
დაფინანსების ოდენობა შეადგენს სწავლის წლიური საფასურის არაუმეტეს 50%-ს.
დაფინანსების მიმღები პირები არიან შემდეგი სტუდენტები:
- სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანები;
- სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მარჩენალდაკარგულები;
- ომის შემდეგ გარდაცვლილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანთა შვილები;
- სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანების შვილები.
2025-2026 წლების შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიღების მიზნით ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2025 წლის 25 აგვისტოდან 2025 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
2025-2026 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა ჯამურად ორივე სემესტრში არაუმეტეს 1125 (ათას ასოცდახუთი) ლარის ოდენობით.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, წერილობით განცხადებასთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ვეტერანებისა და ომში დაღუპულის ოჯახის წევრების მიერ:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
- სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის ასლი.
- ომის შემდეგ გარდაცვლილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანთა შვილების მიერ:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- გარდაცვლილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობი-სათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
- სამსახურის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანების შვილები:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- ვეტერანი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
- ვეტერანი მშობლის ვეტერანის მოწმობის ასლი.
განცხადების განსახილველად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან უზრუნველყოფს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
გაეცანით:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2021 წლის 1 ივნისის №SSVA 00011618 ბრძანება და მასში შესული ცვლილებები;
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2025 წლის 15 ოქტომბრის №SSVA 00034883 ბრძანება;
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2025 წლის 25 აგვისტოს №SSVA 00026872 ბრძანება და მასში შესული ცვლილება;
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2026 წლის 5 თებერვლის №SSVA SSVA 00003423 ბრძანება.

