მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან
5 სექტემბერი
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აქტიური თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ვეტერანი მებრძოლების სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ვეტერანების სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების ბიურო კიბერუსაფრთხოების შემსწავლელ პროექტებში ვეტერანებს გადაამზადებს.