მემორანდუმი „საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციასთან“
25 აგვისტო
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და „საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ავთანდილ ჩიხლაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია ამპუტირებული ვეტერანებისთვის სპორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა, მათი რეაბილიტაცია და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, ასევე – სამსახურის მხრიდან ასოციაციის საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს „საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციასთან“. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და “OttoBock”-ის მემორანდუმის საფუძველზე ასოციაციის რამდენიმე მოთამაშე ვეტერანს უკვე დაუმზადდა ძვირადღირებული პროთეზი, ასევე ვეტერანების სამსახური შუამდგომლობას ეწევა ასოციაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის.