ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. უწყების ხელმძღვანელებმა სამინისტროების პროექტების „დანერგე მომავალი“ და „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვლადიმერ იმნაძემ ვეტერანთა სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა უწყების ხელმძღვანელებს როგორც განხორციელებული, ისე განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე გადაწყდა პროექტების პრეზენტაცია ვეტერანთა ფართო წრისათვის, რომელზე დასწრებასაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყველა დაინტერესებული ბენეფიციარი შეძლებს. შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, უწყების ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ვასილ მანაგაძე, პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის სპეციალისტები- ლელა კიკნაძე,ანა ნიგურიანი, ეკონომიკისა და მრგადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის მენეჯერი თეონა ბაბუნაშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის უფროსი მიხეილ კუჭავა ესწრებოდნენ.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge