სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, გერმანულ კომპანია ,,ottobock”-ს და შპს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მიმდინარე წლის 5 აპრილს განხორციელდა ვეტერანების პროთეზირების მე-8 ეტაპი. ამ ეპატზე მოხდება 17 ვეტერანისათვის მაღალხარისხიანი გერმანული საპროთეზო საშუალების მორგება/დამზადება. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება 2015 წლიდან და მემორანდუმის ფარგლებში მაღალხარისხიანი პროთეზი დამზადდა 93 ვეტერანისათვის.
საპროთეზო საშუალებების დამზადება/მორგების მიზნით შპს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ ბაზაზე გერმანიიდან, კომპანია ,,ottobock”-იდან მოვლინებულია მაღალი კვალიფიკაციის პროტეზისტ-სპეციალისტი ტიგრან გარიბკო, რომელიც მოახდენს ვეტერანებისათვის დამხმარე საშუალების მორგებას, ასევე გაუწევს კონსულტაციებს საპროთეზო საშუალების მორგებისა და დამზადების შემდგომ, დამხმარე საშუალებების სრულყოფილად მოხმარების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას.
დღეს, ვეტერანებისათვის საპროთეზო საშუალებების მორგების პროცესს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია დაესწრნენ.