ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალის გახსნით დაიწყო.
გმირთა მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი გმირობის მაგალითები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
მემორიალის გახსნას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე,დირექტორის მოადგილეები: ნიკოლოზ კვეზერელი,ჯანდრი უბირია და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ბრიგადის ტერიტორიაზე მემორიალის აშენების ინიციატივა დაღუპული გმირების თანამებრძოლებს ეკუთვნით. მასზე დატანილია აფხაზეთში, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული იმ სამხედრო მოსამსახურეების სახელები და გვარები, რომლებიც ამავე ბრიგადაში მსახურობდნენ.