31 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ნიკოლოზ კვეზერელი მეკლდეურობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ნიკოლოზ კვეზერელი ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ყრილობას ხმის მიცემის უფლების მქონე 54 დელეგატი ესწრებოდა, 43-მა დელეგატმა ხმა მოქმედ პრეზიდენტს, ნიკოლოზ კვეზერელს მისცა, 10-მა დელეგატმა მხარი მეორე კანდიდატს, ბენო ქაშაკაშვილს დაუჭირა, ხოლო 1 ხმა ბათილად გამოცხადდა.
ყრილობაზე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად ასევე მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მირზა ლიპარტელიანი და ავთო ქურასბედიანი აირჩიეს, გენერალური მდივნის პოსტზე კვლავ ლადო გურჩიანი გააგრძელებს მუშაობას.
მეკლდეურობა ოლიმპიური სპორტის სახეობად ოფიციალურად აღიარეს და ოლიმპიური სპორტის ეს ახალი სახეობა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე იქნება წარმოდგენილი.