21 ივნისს, ქალაქ კიევში, დიდი სამამულო ომის ეროვნულ მუზეუმში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში უკრაინულმა მხარემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, 1941 წელს დაღუპული აბესალომ ალექსიძის ნეშტი გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოდან -ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, მასპინძელი რელევანტური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, კიევის დიდი სამამულო ომის ეროვნული მუზეუმის დირექტორი, საქართველოს ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი უკრაინაში დავით ბოჭორიშვილი და უკრაინული მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიების ბოლოს, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა მუზეუმი, რომელშიც განთავსებულია უკრაინის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აღმოჩენილი ექსპონატები და დაცულია ინფორმაცია არაერთ ქართველ მეომარზე,რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იბრძოდა.