2 ივლისს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან აკია ბარბაქაძესთან და საქართველოს პარლამენტის დეპუტატ კობა კობალაძესთან ერთად გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი. მოგვიანებით უწყებების ხელმძღვანელებმა და სტუმრებმა პატივი მიაგეს ელიას მთაზე და დიღმის საძმო სასაფლაოზე დაკრძალულ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge