8 ივლისს, თავდაცვის სამინისტროს სპორტულ დარბაზში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ომისა და შრომის ვეტერანთა ოჯახის წევრ მცირეწლოვანთათვის სპორტული ტურნირი „მხიარული არდადეგები“. მონაწილეობა მიიღეს 5-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა. ბავშვები სხვადასხვა სახის შეჯიბრებებში გუნდური პრინციპით ასპარეზობდნენ. გარდა სპორტულისა, მოზარდებმა მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშებშიც მიიღეს. პატარებისთვის გაიმართა ნაყინისა და ტკბილეულის ფესტივალი. მხიარულ სტარტებში, ვიქტორინებსა თუ სხვა თამაშობებში გამარჯვებულებმა სპეციალური პრიზები დაიმსახურეს. “მხიარული არდადეგები” პატარებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ვეტერანთა არასამთავრობო კოალიციის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრებებში 200-მდე მოზარდმა და მცირეწლოვანმა მიიღო მონაწილეობა. სახელმწიფო უწყება მომავალშიც გეგმავს სპეციალურად ვეტერანთა ოჯახის წევრ მცირეწლოვანთათვის ინტელექტუალურ-სახალისო და სპორტული ღონისძიებების გამართვას. —
y type=”image_grid” images=”3226″]