14 ივლისს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამმართველოს უფროსი ვალერიან ძებისაშვილი და სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის სულხან აბესაძე უკრაინაში საერთაშორისო ფორუმს „სამშვიდობო მისიის ვეტერანები – მშვიდობისა და ურთიერთგაგებისათვის“ დაესწრნენ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ვეტერანმა ვალერიან ძებისაშვილმა მიმართა და მათ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველ სამხედროთა მონაწილეობა-ჩართულობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა მემორიალი. ვალერიან ძებისაშვილი და სულხან აბესაძე დაესწრნენ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში უმაღლესი სასწავლებლის რექტორის ლექცია-პრეზენტაციას კურსანტთა სამშვიდობო მისიებში ჩართულობის შესახებ. ფორუმი „სამშვიდობო მისიის ვეტერანები – მშვიდობისა და ურთიერთგაგებისათვის“ სრულიად უკრაინის ომის ვეტერანთა კავშირის ინიციატივით და ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. წელს ფორუმზე საქართველოსთან ერთად ბელგიის, პოლონეთის, საფრანგეთის, ბულგარეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge