ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ცენტრში ვეტერანთა და ვეტერანების ოჯახის წევრთა დიაგნოსტირებისა და გამოკვლევების პირველი ეტაპი გაიმართა. აქციის ფარგლებში, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრი სახელმწიფო უწყების წინასწარ შერჩეული მიზნობრივი ჯგუფის 200-მდე ბენეფიციარს მოემსახურება. მემორანდუმის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს გეგმის მიხედვით ჩაუტარდებათ გამოკვლევები და გაეწევათ კონსულტაციები კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ დედაქალაქსა და რეგიონებში. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება პროფილური გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge