2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და უწყების თანამშრომლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულთა საფლავები გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს. 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას საქართველოს მთავრობის წევრებმა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა მიაგეს პატივი. საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ძმათა სასაფლაო მუხათგვერდში და დაღუპულ გმირთა მემორიალი საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge