19 აგვისტოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით და ბორჯომის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, უსასყიდლო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარდათ ბორჯომის რაიონის ვეტერანებს. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებმა მიიღეს. 102 წლის ვეტერანს გიორგი ჭველიძეს  „ლანცეტის“ მედიკოსები სახლში ესტუმრნენ კვლევების ჩასატარებლად.