ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი საქართველოს მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრებს და ფედერაციის პრეზიდენტს ერეკლე გურჩიანს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ნაკრებს უნგრეთში  წარმატებული გამოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე აღინიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციართა, ვეტერანების ოჯახის წევრთა, ომის ვეტერან შშმ პირთა და თავად უწყების ჩართულობა სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციის საქმეში,.ვლადიმერ იმნაძემ უწყების მხარდაჭერა აღუთქვა სტუმრებს. მკლავჭიდელთა ნაკრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შშმ ვეტერანი ზვიად ხაჩიძეც გამოდიოდა, რომლის დებიუტიც მეოთხე ადგილის მოპოვებით აღინიშნა, ხოლო მის მიერ მოტანილი ქულები საერთო სანაკრებო ქულათა რაოდენობაში აისახა. მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა მსოფლიო პირველობას უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა უმასპინძლა. ეროვნულმა, 21 და 18-წლამდელთა ნაკრებმა გუნდებმა 30 მედალი მოიგეს: 9 ოქრო, 11 ვერცხლი და 10 ბრინჯაო, მათ შორის 18-წლამდელებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, ხოლო 21-წლამდელებმა 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. პარამკლავჭიდელთა აქტივში 24 მედალია: 15 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.