ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და საბჭოს წევრებმა, სხდომაზე მიმდინარე წლის მოვლენები შეაჯამეს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ვეტერანთა საჭირბოროტო საკითხებზე, იმ პროექტებსა და გამოწვევებზე, რომლის განხორიცელებაც იგეგმება მომავალ წელს. ვეტერანთა საკონსულტაციო-სათათბირო საბჭო უწყების საქმიანობის გამჭვირვალობის, მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის გამო შეიქმნა. საბჭო დაკომპლექტებულია ვეტერანთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საზოგადოებისათვის ცნობილი და ავტორიტეტული ყოფილი სამხედრო პირებით.