ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „OttoBock”-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერს დიმიტრი დანიჩენკოს და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორს თეა ერისთავს უმასპინძლა.
შეხვედრას სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი ქეთევან თევზაძე დაესწრნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ის საკითხები განიხილეს, რომლის განხორციელებაც 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე იგეგმება მომავალში.
კომპანია „OttoBock“-ს არსებობის 90 წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად მისი 50–ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს მობილურობის აღდგენაში და ხელი შუწყოს, შეუნარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის აქტივობები და შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ. ამისათვის კომპანია საუკეთესო ხარისხის მაღალ ტექნოლოგიურ პროთეზებს ამზადებს.