ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გლდანის რაიონში მცხოვრებ 80 -მდე ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. მსგავსი აქციები ეტაპობრივად ჩატარდება თბილისის სხვა რაიონებში და ასევე საქართველოს რეგიონებშიც.
სასურველია, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს თავისი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში და ჩაიტაროს სკრინინგი სწრაფი მარტივი ტესტით.
საქართველოს ყველა მოქალაქისთვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებსა და მრავალ სამედიცინო ცენტრში ქვეყნის მაშტაბით.