საქართველოს  ეწვია  ამერიკის ქვეითი ბრიგადის საბრძოლო დანაყოფის საოჯახო პროგრამების დირექტორი, მაიორი ლესლი ჩენდლერი.  მაიორი ჩენდლერი აშშ-ის ჯორჯიის შტატის  ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. იგი არის ქვეითი ბრიგადის საბრძოლო დანაყოფის კაპელანი და  სახელმწიფო საოჯახო პროგრამის დირექტორი.

მაიორის საქართველოში ვიზიტის  ერთ-ერთი მიზანი ვეტერანებთან შეხვედრაა. 27-28 თებერვალს  მან ზუგდიდში, ფოთსა და აჭარაში მცხოვრები ვეტერანების პრობლემები მოისმინა, რის შემდგომაც  ლესლი ჩენდლერმა  შეკრებილებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და ომის ვეტერანების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

შეხვედრები  ამერიკის საელჩოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  და  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.