ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხეში ჩავიდა და მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა მელქაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ახალციხეში მცხოვრები ვეტერანების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და მათი პრობლემების გადაჭრის საკითხებზე.
ქალაქის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და ვეტერანებს დახმარებას დაჰპირდა.
ვლადიმერ იმნაძე რამდენიმე შეჭირვებული ვეტერანის ოჯახსაც ესტუმრა, ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს და ვეტერანის შვილები ტკბილეულით დაასაჩუქრა.