ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დღეს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ის პროექტები, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამედიცინო პროგრამების განხორციელებას, კონკრეტულად სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო კვლევების ჩატარებას რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.