ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით ბორჯომში, ახალდაბაში, სამამულო ომის  გმირის, ბომბდამშენი თვითმფრინავის მფრინავის, ნიკოლოზ აბრამაშვილის და 145 შინმოუსვლელი მებრძოლის განახლებული მემორიალი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, ვიცე პოლკოვნიკმა, არქივის განყოფილების უფროსმა, გელა ათაქიშვილმა, ლოგისტიკის დეპარტამენტის საორგანიზაციო განყოფილების უფროსმა, ლაურა ახალკაცმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა გვირგვინით შეამკეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის სახელით, უწყების წარმომადგენლებმა დარეჯან აბრამაშვილს, რომელიც აღნიშნულ მემორიალს უვლის და პატრონობს მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.