ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, 19-20 მაისს, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 200-ზე მეტ ბენეფიციარს. ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს წარმომადგენლები, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, საკრებულოს წევრი თორნიკე კირთაძე, ფოთის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge