ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, გერმანულ კომპანია ,,ottobock”-ს და შპს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დღეს საპროთეზო საშუალებების დამზადება/მორგების მიზნით 18 შშმ ვეტერანი გაისინჯა.
კონსულტაცია ვეტერანებს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ ბაზაზე, გერმანიიდან, კომპანია ,,ottobock”-იდან მოწვეულმა, მაღალი კვალიფიკაციის პროთეზისტ-სპეციალისტმა, ტიგრან გარიბკომ გაუწია.
თანამედროვე პროთეზები, რომელიც ბენეფიციარებს დაუმზადდება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს.
ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე დაესწრნენ.