24 აგვისტოს, ბათუმის ბულვარის ფრენბურთის მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილე და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის მფლობელის, 2004-2015 წლებში სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსის, თემურ ზაქარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი დასრულდა.
გუნდები 3 დღის განმავლობაში იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისთვის. ფინალურ მატჩში გამარჯვება მოიპოვა უკრაინის გუნდმა და I ადგილი დაიკავა. II ადგილი ქალაქ ბათუმის გუნდ ”ბახუბალს” ერგო, III ადგილზე ”ზღვის ლომები” გავიდნენ, სწორედ ამ გუნდში თამაშობდა აწ გარდაცვლილი, თემურ ზაქარაძე.
გამარჯვებულ გუნდებს სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თასები, მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
” ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ მომავალ წელსაც ჩავერთოთ აღნიშნულ ღონისძიებაში და ის გავხადოთ უფრო მასშტაბური” – განაცხადა სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსმა, შოთა ყიფიანმა