აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა ოფიციალურად დაიწყო. პროგრამა, პირველ ეტაპზე, ხორციელდება კახეთისა და აჭარის რეგიონებში და მოიცავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების ჩართულობას.
დღეს, თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე, პროგრამაში მონაწილე რეზერვისტებმა, სამხედრო ფიცი დადეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, მოადგილე, კობა კობალაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე უწყების თანამშრომლებთან ერთად, ‘’საქართველოს გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელი დირექტორი, თეიმურაზ ლორია, კახეთის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.