ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ექიმებმა, რეგიონში მცხოვრებ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს და ადგილობრივ მოსახლეობას, კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო მომსახურება (ექიმი-სპეციალისტის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები) გაუწიეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კლინიკის კვალიფიციური მედ-პერსონალის მიერ, მომსახურება 100-მდე პირს გაეწია .
შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.