მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან, გრიგოლ ვეფხვაძესთან, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, დავით იშხნელთან და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელთან, ნინო ქვირიასთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომლებიც რუსთაველი ვეტერანების წინაშე დგას და რომელთა გადაჭრაშიც, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლი მნიშვნელოვანია.
სტუმრებმა მზაობა გამოთქვეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ იმ ადამიანების თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. მხარეები შეთანხმდნენ, გამართონ პერმანენტული შეხვედრები ვეტერანების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.