მიმდინარე წლის 31 იანვარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლებთან მორიგი საქმიანი შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძესა და კოალიციის წარმომადგენელთა შორის გამართული შეხვედრის დეტალები, რომელიც 31 იანვარს შედგა. შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს ომბუდსმენის აპარატთან მომავალი თანამშრომლობის ფორმატზე.
ვლადიმერ იმნაძე და ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, უახლოეს მომავალში უნდა შედგეს.