მიმდინარე წლის 8 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ “„საქართველოს პანკრატიონის, გრეფლინგის და ბეთლ რესლინგის ეროვნულ ფედერაციას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სპორტულ აქტივობებში ჩართვის თაობაზე.
“საქართველოს პანკრატიონის, გრეფლინგის და ბეთლ რესლინგის ეროვნული ფედერაცია“ ასევე იღებს ვალდებულებას, დაინტერესების შემთხვევაში, შეღავათიანი პირობებით მოემსახუროს უწყების ბენეფიციარებს და მათი ოჯახის წევრებს.
მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და “საქართველოს პანკრატიონის, გრეფლინგის და ბეთლ რესლინგის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტმა, კობა ტყეშელაშვილმა მოაწერეს.
” გვინდა, რომ ახალგაზრდები მოვწყვიტოთ ქუჩას, ნარკომანიას და რაც შეიძლება მეტი მოზარდი ჩავრთოთ სპორტში” – განაცხადა “საქართველოს პანკრატიონის, გრეფლინგის და ბეთლ რესლინგის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტმა, კობა ტყეშელაშვილმა.