მიმდინარე წლის 8 თებერვალს, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ხელოვანისა და ხატმწერის, მანონი მაქაცარიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა. თადარიგის კაპიტანი, მანონი მაქაცარია, აფხაზეთის ომის ვეტერანია. საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში იგი სენაკის ბატალიონთან ერთად მონაწილეობდა. თვითნასწავლი მხატვარი, ხუთი წელია, რაც ხელოვნებას ეზიარა. ამ ხნის განმავლობაში, მან ათეულობით ნამუშევარი შექმნა. ძირითადად, თექაზე მუშაობს და თავის შემოქმედებაში გენიალურ მხატვარ犀利士
ს, ნიკო ფიროსმანს აცოცხლებს.
გამოფენის გახსნის ცერემონიას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მანონი მაქაცარიას პერსონალური გამოფენა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა.