ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ორგანიზაცია ” ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის” ორგანიზებით, მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკა “ვივამედში”, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებს თერაპევტის, ნევროლოგის, ოფთალოლოგის, კარდიოლოგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ანგიო-ქირურგის, ენდოკრინოლოგის და სხვა სახის სამედიცინო მომსახურებები სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდათ. გამოკვლევებში მონაწილეობა 100- მდე ვეტერანმა მიიღო.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ორგანიზაციას ” ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.